Tuesday, November 18, 2014

ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ

 პროექტის სახელწოდება:ქართული ხელნაწერების  კვალდაკვალ
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან ძველი ქართული დამწერლობის განვითარების საფეხურებს და

 




ძველ ქართულ წარწერებს.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს გაუადვილდებათ ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობისა და ძველი ქართული დამწერლობის შესახებ.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და დამოუკიდებლად მოიძიებენ მასალებს ,ასევე გაეცნობიან  დამწერლობის განვითარების ისტორიას.
მონაწილეთა ასაკი: X კლასი
ვადები/ხანგრძლივობა:4-5 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გააკეთებენ საინტერესო პრეზენტაციას. ისწავლიან კვლევისა და ანალიზის მეთოდებს ,დამოუკიდებელი მუშაობის ,კითხვის,აზროვნების, წერის უნარების განვითარებას,ჯგუფური მუშაობის, სოციალური ურთიერთობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები/სათანადო  ლიტერატურა: ზურაბ ჭუმბურიძე“ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ“,რ.პატარიძე“ ქართული ასომთავრული“,თ. გამყრელიძე /ენციკლოპედია,კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა:სამუშაოჯგუფების  დაკომპლექტება:
1.     ჯგ.დამწერლობის წარმოშობა და განვითარება, იეროგლიფური და ლერსმნული დამწერლობა,შუმერული .
2.     ჯგ.უძველესი ცნობები  ჩვენი დამწერლობის შესახებ, ქართული ანბანის წარმოშობა
3.     ჯგ.პეტრე იბერის შესახებ ცნობები.
4.     ჯგ.ბოლნისის სიონის წარწერები -არქიტექტურა
    5.ჯგ.გეოგრაფიული გარემო- ქვემო ქართლი-დაკავშირება იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“.
საგნებთან -საგნობრივ ჯგუფებთან  კავშირი:   ისტორიასთან,   გეოგრაფიასთან,ხელოვნებასთან  .
სასწავლო ეროვნულ გეგმასთან მიმართებაში:
ქარ.X3,X11,X13,X16.
შეხვედრები  : 1.მოძიებული მასალების გაცნობა-დალაგება
2. რჩევები;  3. რედაქტირება.4.ბროშურის გამოცემა.5პრეზენტაცია.
პროექტის ხელმძღვანელი: მარინა გიორგაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: marinagiorgadze8@gmail.com

პროექტის ვებ.გვერდი: marinagiorcadze08.blogspot.com

No comments:

Post a Comment